თბილისი. 30 ნოემბერს, კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, საბაკალავრო სასწავლო კურსის მონაწილეებისათვის, ინფორმაციის თავისუფლებაზე ლექცია ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.
„ლევან ავალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა IDFI-ს მიერ დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება ინფორმაციის თავისუფლებაზე მუშაობის, ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების განმტკიცების, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის და ამ გზით საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების გაძლიერების შესახებ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)