თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, Trace International-მა 19 ნოემბერს ბიზნესში კორუფციის რისკის შესახებ ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
„2020 წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა ბიზნესის კორუფციის რისკის 25 ქულით. 2019 წლის მონაცემებით 200 ქვეყანას შორის საქართველო 27-ე ადგილს იკავებდა 26 ქულით, რაც 2018 წლის მაჩვენებლების იდენტურია და გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით. ამ მონაცემებიდან ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს. მართალია, ბოლო წელს აღნიშნული რისკი ერთი ქულით შემცირდა, მაგრამ საერთაშორისო რეიტინგში საქართველომ მაინც ერთი ადგილით უკან გადაინაცვლა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)