en
ge

ახალქალაქში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

სამცხე–ჯავახეთი. 20 აპრილს,  ახალქალაქში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა, ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" პროგრამის 25 პარტნიორი სკოლიდან.
ფორუმის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, მოძიებული იქნა რესურსები და მოხდა მათი მობილიზაცია, დაიგეგმა პროექტების განხორციელება დადგენილი საჭიროებების გადასაჭრელად.
ფორუმი ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)