en
ge

გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე ონლაინ დისკუსია გაიმართა

გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე ონლაინ დისკუსია გაიმართა

თბილისი. „უფლებები საქართველომ“ დღეს გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ „უფლებები საქართველოს“ პროექტს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების დაცვის თაობაზე, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. დისკუსიის მთავარ თემას გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის საკითხებზე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)