en
ge

„თავდაცვის სამინისტროს ტენდერისა და პარლამენტარ იმერლიშვილის ოჯახის ინტერესები“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა თავდაცვის სამინისტროს ტენდერებისა და პარლამენტარ ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიის შესაძლო ინტერესების საკითხები, რომლის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე დღის წინათ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა. გამოთხოვილი დოკუმენტები ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლება დავასკვნათ, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ან კორუფციულ გარიგებას, ცხადია, რომ ირინა იმერლიშვილის მეუღლის დირექტორად დანიშვნა აუქციონამდე ერთი დღით ადრე და კომპანიის გასხვისება იმ პირობით, რომ იგი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებდა, გონივრულ ეჭვებს წარმოშობს. უფრო მეტად საინტერესოა კომპანიის გასხვისების მიზნით ბოლოს დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი, რომლის თანახმად ინვესტორი კომპანიაში ინვესტირებას დაიწყებს იმ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. 
სრულად 
წყარო: transparency.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)