თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სტატიას: „დავითი და გოლიათი“ და „ქართველები კრემლში“: პოსტ-კოლონიური პერსპექტივა კონფლიქტის შესახებ პოსტ-საბჭოთა საქართველოში.
„გეოპოლიტიკის და დემოკრატიის პოლარიზებული ჩარჩოს მიღმა, ეს სტატია არის მცდელობა დაინახოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტები 1990-იანი წლების სამხრეთ კავკასიის დეკოლონიზაციის ჭრილში. წინამდებარე სტატია იწყება ცარისტული ეპოქის მოკლე მიმოხილვით, შემდეგ განიხილავს ოსეთის, აფხაზეთის და საქართველოს საბჭოთა კავშირში გაერთიანების ფორმებს. ასევე იმ შედეგებს, რაც ამ გაერთიანების ფორმებს შორის განსხვავებამ გამოიწვია და რა ზეგავლენა იქონია ამ მოდელებმა აფხაზურ და ოსურ კონფლიქტებზე. ბოლო ნაწილში განხილულია საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პოსტ კოლონიური სუვერენიტეტის თავისებურებები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)