en
ge

მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

თბილისი. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში, 10-14 დეკემბერს (18:00–დან 19:00 საათმდე) გიწვევთ კინო-ჩვენებებსა და ონლაინ დისკუსიებზე.

„კინო-საღამოების ციკლი მხოლოდ 5 დღე გაგრძელდება. ყოველდღიურად სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე მოხალისეობის თემაზე გადაღებული დოკუმენტური და მხატვრული ფილმები გაეშვება, ხოლო ონლაინ დისკუსიებს გამართავენ მოწვეული სპიკერები: გოდერძი შარაშია, გიორგი კალანდია, ლელა გაფრინდაშვილი, ლაშა ბაქრაძე, ნათია ლოლაძე, გიორგი კეკელიძე, სიმონ ჯანაშია, ლევან ღამბაშიძე და ლევან გიგინეიშვილი. საინტერესო თემების და ნაჩვენები ფილმების გარშემო დისკუსიებს კინომცოდნე თამთა თურმანიძე წარმართავს. ყოველი კინო-საღამოს ბოლოს მოწვეული სპიკერები უპასუხებენ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს, რისთვისაც რეკომენდებულია თქვენთვის საინტერესო ფილმის წინასწარ ნახვა.

თქვენთვის სასურველ კინო-ჩვენებასა და დისკუსიაზე რეგისტარციისათვის მიყევით შესაბამის ბმულს. თქვენ არ ხართ შეზღუდული კინო-ჩვენებების რაოდენობაში და ყოველ ღონისძიებაზე შეგიძლიათ რეგისტრაცია“. 

10 დეკემბერი - მოხალისეობა საქართველოში...

11 დეკემბერი - მოხალისეობრივი მოძრაობა XIX-XX საქართველოში...

12 დეკემბერი - საბჭოთა მოხალისეობა ეკრანზე და ეკრანს მიღმა...

13 დეკემბერი – მოხალისეობა გლობალურად... 

14 დეკემბერი – შექმენი და გააგრძელე სიკეთის ჯაჭვი...

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023