en
ge

როგორი იქნება პარლამენტი ოპოზიციის გარეშე

როგორი იქნება პარლამენტი ოპოზიციის გარეშე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო გვიხსნის თუ როგორ პარლამენტს მივიღებთ, თუკი საპარლამენტო ოპოზიცია უარს იტყვის შესვლაზე და საკანონდებლო ორგანო მხოლოდ „ქართული ოცნების” 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

„საქართველო, კონსტიტუციის უკანასკნელი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტის გამართული ფუნქციონირება საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის განვითარებისათვის. პარლამენტი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, ის საქართველოს მოსახლეობის არჩევანსა და მის ნებას უნდა გამოხატავდეს. ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო.

ოთხმოცდაათი წევრით წარმოდგენილი პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც 100 ან 113 ხმა ჭირდება და ძალიან გართულდება 90 ხმის მობილიზებაც. ასეთი გადაწყვეტილება კი არაერთია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)