თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს 2019 წელს ორთაჭალაში ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სამი მუშის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესს.
„გამოძიების ფარგლებში კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ თავად გამოძიების პროცესი საკმაოდ გაჭიანურებული იყო, არ იქნა უზრუნველყოფილი ექსპერტიზის დასკვნის მომზადება, სხვადასხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების გონივრულ ვადებში ჩატარება. ამასთან ერთად, საგამოძიებო ორგანომ ვერ გამოკვეთა მაღალი მენეჯერული რგოლის შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)