თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გაესაუბრა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ექთანს, რომელიც თავის სამუშაო პირობებზე და შრომითი უფლებების დარღვევებზე დეტალურად ესაუბრა ორგანიზაციას. ექთნების ვინაობას, მისივე თხოვნით, EMC არ ასაჯაროებს.
„როცა ადგილი არ არის და პაციენტი შემოჰყავთ, ექიმები ჩვენ გვეუბნებიან, არ გვაინტერესებს, გამონახეთ საწოლიო. ჩვენ როგორ უნდა გამოვნახოთ, როცა ფიზიკურად არ არის ადგილი? საშინელი დატვირთვა გვაქვს, გვიწევს სირბილი, ცალკე დანიშნულებით, ცალკე პაციენტს ყურადღება არ უნდა მოაკლდეს, ყველა ექიმს უნდა, რომ მისი პაციენტი პირველი იყოს და იმას აღარ ფიქრობენ, შენ ერთ წუთში რამდენი საქმე უნდა გააკეთო. ყველას უნდა რომ ერთ წუთში მოასწრო საქმის გაკეთება. ცალკე შეხვევები, ცალკე ანალიზები, წინასაოპერაციო პაციენტები უნდა მოამზადო... ძალიან რთული შრომაა“, ამბობს ანონიმი ექთანი.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)