თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაცით, თეკლე ორთოიძე, კომპანიაში „მეღვინეობა ხარება“, კონკურსის გავლის შემდეგ, ჯერ დაასაქმეს და შემდგომ პირველივე სამუშაო დღეს გაათავისუფლეს. მიზეზი კი თეკლეს შეზღუდული შესაძლებლობა აღმოჩნდა.
თეკლემ ეს ფაქტი დისკრიმინაციულად მიიჩნია და იურიდიული დახმარებისთვის PHR-ს დაუკავშირდა. რის შემდეგაც ორგანიზაციამ სახალხო დამცველის აპარატს ღვინის კომპანიის მხრიდან, შშმ ნიშნით, ქალის დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის მიზნით მიმართა.
„კომპანიამ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს დაარწმუნებდა რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა. შესაბამისად, 2020 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და შესახებ რეკომენდაციით მიმართა კომპანიის „მეღვინეობა ხარება“ დირექტორს, რათა კომპანიამ საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)