en
ge

დედამიწის დღე ქუთაისში

იმერეთი. 22 აპრილს ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა დედამიწის საერთაშორისო დღე საინფორმაციო კამპანიით აღნიშნა, რომელშიც 30 პირი ღებულობდა მონაწილეობას. საინფორმაციო კამპანიის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვის საკითხებზე. ცენტრის წევრებმა პლაკატებები მოამზადეს და ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მსვლელობა მოაწყვეს, რითაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ გარემოს დაცვაზე, მისი სისუფთავისა და სიმწვანის შენარჩუნებისკენ. აღნიშნული სამოქალაქო აქტივობით წელს ყველა მონაწილე გაერთიანდა ერთი თემის ირგვლივ - „კლიმატის ცვლილების სახე". საინფორმაციო კამპანია ორგანიზებული იყო „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)