თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აქვეყნებს ანგარიშს: 2020: რელიგიის თავისუფლება, ქსენოფობია, მიგრანტთა უფლებები.
„მიმდინარე წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო. კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა. შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული არაერთი სისტემური პრობლემა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა, უგულებელყო რელიგიურ გაერთიანებებს შორის თანასწორობა და რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოუკიდებლობა.
პანდემიის ფონზე იმატა სიძულვილის ენამ, რაც განსაკუთრებით მწვავედ ეთნიკური აზერბაიჯანელი და მუსლიმი მოსახლეობის მიმართ გამოჩნდა. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დაამძიმა საქართველოში მცხოვრები მიგრანტების სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა“, ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
წყარო: tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)