თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს თბილისის მერიას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის მიმდინარე პროცესი და ნგრევის შედეგად დაზარალებული ადამიანები დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადო საცხოვრისით.
„ქვეყანაში უსახლკარობის, მზარდი სიღარიბის, უმუშევრობისა და უკიდურესად მაღალი ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის ფონზე, ნებართვის გარეშე აგებული შენობები ასობით ოჯახისთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. ზამთარში, განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც კიდევ უფრო გაზრდილია მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური და ეკონომიკური რისკები, სოციალურად ყველაზე დაუცველი საცხოვრისების დემონტაჟით თბილისის მერია არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ შენობებში მაცხოვრებელ პირებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების წინაშე აყენებს“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)