სამეგრელო. TV იმედის ინტელექტუალურ შოუში „უპასუხე საქართველოს“ მოგებული თანხით მოხალისეებმა ხობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჩვენი სახლი“ განმავითარებელი რესურსები შეუძინეს და გადასცეს.
„მოხალისეებმა შოუში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში 19 სექტემბერს მიიღეს მონაწილეობა. სატელევიზიო შოუში მათი მონაწილეობა მიზნად ისახავდა მოხალისეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართულობის გაზრდას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)