თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ლუკა სირაძის დაღუპვის წლისთავს ეხმიანება.
„ეს საქმე დამსჯელი, რეპრესიული სახელმწიფოს დომინანტურ პერსპექტივას და პრაქტიკას აჩვენებს, რომელიც ყოველთვის გულისხმობს ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და დეჰუმანიზებას. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს ადამიანზე, მის მხარდაჭერაზე, დაცვასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირენული პოლიტიკები, კრიზისულ შემთხვევებში მისი ინტერვენციის ერთადერთი ფორმა იძულება და დასჯაა. სამართალდამცავ სისტემაში არსებული პრობლემების გარდა, ლუკა სირაძის საქმემ გამოაჩინა სასკოლო/საგანმანათლებლო სივრცეებში მოზარდების მხარდაჭერისა და კეთილდღეობის კუთხით არსებული გამოწვევები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)