თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება 2020 წლის 4 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ტექნიკური რეგლამენტის „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცებას.
„მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი ეფუძნება უნივერსალური დიზაინის პრინციპებს და გაწერილია ტექნიკური კრიტერიუმები შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთების და სხვა ელემენტების მისაწვდომობის საკითხებზე. ამასთან, გათვალისწინებულია სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები. ომბუდსმენი აგრძელებს მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს და დააკვირდება როგორც მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვის, ისე მის აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესს“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)