en
ge

ახალი ორგანიზაცია აჭარაში

აჭარა. 22 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა. აჭარას კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა -  „2011 წლის 26 მაისი" - შეემატა. ორგანიზაციის მიზანია აწარმოოს სამართლებრივი ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კუთხით სამართლიანობის აღსადგენად. ასევე, დაიცვას  საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები. ორგანიზაციის საქმიანობა მიმართული იქნება პიროვნების დისკრიმინაცის აღკვეთისკენ, უფლებების დაცვისკენ და მისი თავისუფლების უზრუნველყოფისკენ. აღნიშნულ მოძრაობას შეუძლია ყველა დაინტერესებული პირი შეუერთდეს. 




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)