თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე კონსტანტინე გამსახურდიას კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რაც პროკურორს უკრძალავდა დაზარალებულისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების შესაძლებლობას.
„მოსარჩელის ინტერესებს ამ საქმეში იცავდა საია და ადვოკატი ამირან გიგუაშვილი. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დაზარალებულს საქმის მასალებს აცნობდნენ პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში შესაბამისი პროკურორის ან გამომძიებლის ზედამხედველობის ქვეშ“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)