en
ge

PHR გიგი ჩანგელიას ოჯახზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

PHR გიგი ჩანგელიას ოჯახზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საზოგადოებას გიგი ჩანგლიას ოჯახზე განახლებული ინფორმაციას აწვდის. 

„საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ მერიამ დევნილთა სააგენტოსთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ოჯახმა მიიღო ბინა ზუგდიდში არსებულ დევნილთა საცხოვრებელში. გიგი ჩანგელიას ოჯახს დღეის მდგომარეობით ბინა არ აქვთ მიღებული, ერთადერთი საცხოვრებელი რაც გააჩნიათ არის აფრიკის დასახლებაში არსებული ფაქტობრივი ფართი. PHR დაუკავშირდა დევნილთა სააგენტოს და მოითხოვა ყველა ადმინისტრაციული პროცედურის სწრაფი და მოსახერხებელი გზით განხორციელება, კერძოდ, ოჯახი არ გახდეს იძულებული ჩავიდეს ზუგდიდში, რადგან ოჯახს ამის საშუალება არ გააჩნია, და ყველა პროცედურა ჩატარდეს თბილისში, სადაც ტრანსპორტირებას PHR-ი უზრუნველყოფს. ამ გარემოების გათვალისწინებით აუცილებელია, სააგენტომ უზრუნველყოს თბილისში განახორციელოს ყველა საჭირო პროცედურა, გადასცეს ბინის გასაღები და ოჯახის და ბავშვის ტრანსპორტირება უზრუნველყონ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად დანიშნულების ადგილას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)