თბილისი. ქალთა მზერა აქვეყნებს მარინა მუსხელიშვილის ბლოგპოსტს: ზოგი რამ მინიმალურ ხელფასზე, ქალთა უფლებებზე და დემოკრატიაზე.
„ქალთა უფლებები, თავის მხრივ, ბოლო ათწლეულებში უფრო ლიბერალური დღის წესრიგის ნაწილი გახდა. მათი საწყისები წინა საუკუნის ბოლოს წარმოქმნილ ახალ სოციალურ მოძრაობაშია, რომელიც პირველ რიგში ამერიკას უკავშირდება და ნეოლიბერალიზმისა და პოსტმატერიალიზმის ემანსიპაციურ სულისკვეთებას მოიცავს. ამერიკული გაგებით, ეს ახალი ფემინიზმიც „მემარცხენეა“, მაგრამ ამ ტერმინის სპეციფიური, ამერიკული მნიშვნელობით, რომელიც ევროპულისგან განსხვავდება. ამდენად, მსჯელობა მინიმალურ ხელფასზე ქალური, ფემინისტური თვალსაწიერიდან, წარმოადგენს პრობლემას და გამოწვევას“.
წყარო: womensgaze.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)