თბილისი. ადამიანის უფლებების სწვალებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს მერიას შეაჩეროს უნებართვოდ აგებული შენობების დემონტაჟი და შეიმუშავოს სამართლიანი პოლიტიკა, წესი და პროცედურა, რომელიც საფუძვლიანად და სამართლიანად შეისწავლის ოჯახების საცხოვრებლის საჭიროებებს.
„აფრიკის დასახლებაში ადგილობრივების მწვავე პროტესტის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის აღსრულება სამგორის რაიონში დილის 7 საათზე დაიწყო, რაც ხელს შეუშლიდა ადგილობრივების, აქტივისტებისა და მედიის მობილიზებას და შეასუსტებდა შესაძლო ფიზიკურ წინააღმდეგობას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)