თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალის ინფორმაციის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს.
„ის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. განყოფილებაში კითხავენ გამტაცებელი 21 წლის ბიჭსაც. არასრულწლოვნის მამის თქმით, მის შვილს გათხოვება არ უნდოდა და იძულებით გაიტაცეს. ის გამტაცებლის კანონით დასჯას მოითხოვს“.
წყარო: ginsc.net
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)