თბილისი. 23 - 24 დეკემბერს, შშმ ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციების და შშმ ქალების პლატფორმის წევრებისთვის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ანა აბაშიძემ და ანა არგანაშვილმა ქალთა უფლებებზე ტრენინგი ჩაატარეს.
სწავლების მიზანი იყო შშმ ქალებმა თავად შეძლონ ლიდერობა უფლებების დაცვის პროცესში, ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი სხვათა მხარდაჭერაზე, გამოიყენონ სასამართლოსადმი მიმართვის, ადმინისტრაციული ორგანოებთან თანამშრომლობის თუ სამართლებრივი დავის სტრატეგიები, გააცნონ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტრუმენტები დაინტერესებულ პირებს.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)