თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სტატიას: ქართველი აჭარელი მუსლიმი ქალები მაშინ და დღეს.
„საქართველოში გენდერის კვლევებში ქართველი აჭარელი მუსლიმი ქალებისა და მათი გამოცდილების კვლევის დეფიციტია. ხშირად ლიბერალური ფემინისტური დისკურსი მორცხვი და პასიური მუსლიმი ქალის საერთო სურათს გვთავაზობს, რომელშიც სრულიად უგულელყოფილია მათი როლი და წვლილის მნიშვნელობა საოჯახო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი საზოგადოების გაბატონებულ ხედვაში აღნიშნული სტატია მიზნად ისახავს, საზოგადოებას წარუდგინოს და გააცნოს ქართველი, აჭარელი, მუსლიმი ქალების გამოცდილება, მათი სოციალური აგენტობა და რეფლექსია არსებული აღქმების მიმართ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ადამიანის უფლებები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)