en
ge

ახალგაზრდული ფორუმი გურიაში

გურია. 21 აპრილს გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში და მასში პროექტის 33 მიზნობრივი სკოლის 33 მოსწავლე და 6 სამოქალაქო განათლების პედაგოგი მონაწილეობდა. ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების აქტიური ჩართვა თავიანთ თემებში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების შემუშავების პროცესში. მონაწილეები 6 სამუშაო ჯგუფში 8 სხვადასხვა სფეროზე მუშაობდნენ მხარდამჭერ, ფასილიტატორ პედაგოგთან ერთად. ფორუმის დასასრულს მათი აქტიური მონაწილეობით 8 საპროექტო იდეა შემუშავდა, რომელთა განხორციელება დაგეგმილია ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობით. 
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები პროექტების საინიციატივო ჯგუფებსა და თვითმმართველობის წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირებს შორის, სადაც დეტალურად განიხილება თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ფორუმის მონაწილეები ახალგაზრდები და პედაგოგები კმაყოფილნი არიან შეხვედრის შედეგებით.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)