თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს: აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს 24 დეკემბერს, სახელმწიფომ ახალი ბინის გასაღები გადასცა. მათ უკვე შეუძლიათ ზუგდიდში, 3 ოთახიან ბინაში საცხოვრებლად გადასვლა.
„ოჯახის უკიდურესი სიდუხჭირიდან გამომდინარე, #PHR-მა, როგორც გიგის წარმომადგენელმა სამართლებრივ დავებში მოითხოვა ბავშვის და მისი ოჯახის თბილისიდან ზუგდიდამდე ტრანსპორტირება სახელმწიფოს უზრუნველეყო. სახელმწიფოს უარის შემდეგ ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზებას მოქალაქეები ახდენენ. გვიხარია გაცნობოთ, რომ პატარა გიგი ახალ წელს თბილ და უსაფრთხო გარემოში შევხდება“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)