en
ge

მერიის 2012 წლის ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა

აჭარა. 23 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის ორგანიზებით, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ  მერიის 2012 წლის ბიუჯეტის ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამასახურის უფროსი უძღვებოდა. ანგარიშის მიხედვით 2012 წლის პრიორიტეტულ სფეროებად ინფრასტრუქტურული პროექტები დასახელდა. ასევე მოსახლეობის დასაქმება ინვესტიციებისა და სხვადასხვა პროგრამების განხოციელების საფუძველზე. შეხვედრას სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა ანგარიშის საზოგადოებისთვის გაცნობას  და მის საჯარო დისკუსიის რეჟიმში განხილვას. მერიის  2012 წლის  ბიუჯეტის ანგარიშსს ბათუმის საკრებულო უახლოეს მომავალში მოისმენს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)