თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 26 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო ორგანიზაციის საქმე „ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, თუმცა, სასამართლომ განჩინებაში მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სათანადო დასაბუთების გარეშე ადმინისტრაციული წესით დაკავების მაქსიმალური ვადის გამოყენება უკანონოა. შესაბამისად, დაკავების საფუძვლის ამოწურვისთანავე, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მიუხედავად იმისა, ამოწურულია თუ არა დაკავების მაქსიმალური ვადა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)