თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანახმად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
„2020 წლის 25 დეკემბერს უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ცვლილებები აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, რომლის თანახმადაც სამართლებრივი საფუძველი შეექმნა აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტიციის ინსტიტუტის არსებობას. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც რეგლამენტში შევიდა, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავებაა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)