en
ge

ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება, კანონმდებლობა და პრაქტიკა

ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება, კანონმდებლობა და პრაქტიკა

თბილისი. ადამიანის უფლებების სწვალებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტს - „ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება, კანონმდებლობა და პრაქტიკა“, რომელსაც შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტი ახლავს. 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საფუძველზე განხორციელებულმა რეფორმამ გააუქმა ქვეყანაში არსებული მეურვეობის სისტემა და მის ნაცვლად ახალი, გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელი შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია და უმეტესწილად თავსებადია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიერ დადგენილ პრინციპებთან, პრობლემურია როგორც საკანონმდებლო რეგულაციების გარკვეული ნაწილის შინაარსი, ისე მისი აღსრულება. მოცემული დოკუმენტი ეფუძნება კვლევას - „ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება: კანონმდებლობა და პრაქტიკა“, რომელიც, თავის მხრივ, აფასებს ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელებას საქართველოში და აიდენტიფიცირებს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

სრულად...  

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)