გერმანია ერთ-ერთია იმ მეგობარი ქვეყნებიდან, რომელმაც საქართველოს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური დახმარება გაუწია.
"კოვიდ-19 გასულ წელს საქართველოსაც მწვავედ შეეხო. ამიტომ გერმანია მას სხვადასხვა სახით დაეხმარა. კერძოდ: საჭიროების მქონე პირებს დაურიგდა დამცავი ტანსაცმელი და სურსათი, ქართულ მხარეს გადაეცა სასუნთქი აპარატები, გამოიყო შეღავათიანი სესხი და გრანტი უმუშევართა, არაფორმალურად დასაქმებულთა და მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის სოცილური უზრუნველყოფისათვის პანდემიის პერიოდში. ყველა ეს მცირე თუ დიდი ღონისძიება მნიშვნელოვანია კოვიდ-19-პანდემიის შედეგებთან ბრძოლისათვის", - ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)