თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ვრცელ განმარტებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის შესახებ. ორგანიზაცია ჩამოთვლის იმ მუხლებს, რომელსაც ახლადმიღებული კანონი ეხება.
„პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დეკემბერში ინიცირებული კანონპროექტი 2021 წლის 11 იანვარს მესამე მოსმენით მიიღო. კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, უმცირდებათ დანიშნული სასჯელი ან ეცვლებათ უფრო მსუბუქი სასჯელით. კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე“, - ვკითხულობთ განმარტებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)