თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: როგორ მუშაობენ სხვადასხვა ვაქცინები და არის თუ არა რომელიმე საფრთხის შემცველი.
მასალაში საუბარია დეზინფორმაციებზე, რომლებიც პფაიზერის ვაქცინას საფრთხისშემცველ, ტექნიკურ ვირუსს უწოდებს, ხოლო რუსულ (იგულისხმება Sputnik V) და ოქსფორდის (იგულისხმება AstraZeneca) ვაქცინას კი სანიმუშოდ მიიჩნევს. ცრუ ინფორმაციების თანახმად, პფაიზერის ვაქცინას დნმ-ზე, კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე ცვლილების მოხდენა შეუძლია, რაც ნაყოფზეც აისახება.
„პფაიზერის ვაქცინის საფრთხესა და საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესის შეწყვიტის შესახებ გამოქვეყნებული პოსტები დეზინფორმაციას შეიცავს:
1.COVID-19 ის ყველა ვაქცინამ, რომელიც გამოიყენება, შემოწმების ყველა საჭირო ეტაპი გაიარა;
2.ევროკომისიამ და “ევროპის წამლების სააგენტომ” ევროპის მასშტაბით მოდერნას და პფაიზერის ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.
3.ერთი მხრივ, პფაიზერის/მოდერნასა და მეორე მხრივ, ასტრაზენეკას/ სპუტნიკ V-ის ვაქცინების მუშაობის პრინციპი განსხვავებულია, თუმც ხელოვნურ ვირუსს არც ერთი მათგანი არ შეიცავს.
4.შეუძლებებლია ვაქცინამ, ადამიანის დნმ-ის, სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის ცვლილება გამოიწვიოს.
5. საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესი არ შეუწყვიტავთ“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)