en
ge

ვინ უჭერს მხარს ნაციონალისტურ პოპულიზმს საქართველოში?

ვინ უჭერს მხარს ნაციონალისტურ პოპულიზმს საქართველოში?

თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აქვეყნებს ნინო სამხარაძის პოლიტიკის მემორანდუმს: ვინ უჭერს მხარს ნაციონალისტურ პოპულიზმს საქართველოში? პარალელები დასავლურ გამოცდილებასთან.

„2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები პერიოდულად მიმართავდნენ მხარდამჭერების შეკრებას და მათი რიცხოვნობის დემონსტრირებას. ამ კონკურენციაში აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (სპა): წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მისი ლიდერები ხშირად აკეთებდნენ აქცენტს იმაზე, რომ პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, და რომ მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან.

ამ ფონზე, უფრო საინტერესო ხდება, სინამდვილეში, ქართველი ამომრჩევლის რა ძირითად მახასიათებლებთან ასოცირდება მემარჯვენე პოპულისტური პარტიებისადმი მხარდაჭერა და რა პარალელების გავლება შეიძლება დასავლურ გამოცდილებასთან? ამ საკითხის გაანალიზების მიზნით, წინამდებარე მემორანდუმი განიხილავს მემარჯვენე პოპულიზმისადმი ლოიალობის განმსაზღვრელ ფაქტორებს დასავლური გამოცდილების მიხედვით. ამავდროულად, წარმოდგენილია ნაციონალისტური პოპულიზმის ქართველი მხარდამჭერების ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც, შეგვიძლია, გამოვკვეთოთ კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით“, ნათქვამია პოლიტიკის მემორანდუმში.

სრულად...

წყარო: gip.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)