თბილისი. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო აქვეყნებს განცხადებას საზოგადოებაში მიმდინარე უახლეს მოვლენებთან დაკავშირებით.
„ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებას გამოვთქვამთ საზოგადოებაში მიმდინარე უახლესი მოვლენების გამო. რელიგიური ნიშნით ადამიანების ან რელიგიური თემის შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია, ასევე დევნის გამოვლინებები შემაშფოთებლად მიება ერთმანეთს“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „ჩვენ, რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური ორგანიზაციები მივმართავთ ხელისუფლებას: სრულად აღკვეთოს სოფელ ბუკნარში რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული; უპირობოდ უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლება, ჰქონდეს სალოცავი ადგილი, ილოცოს თავის ტაძარსა თუ მეჩეთში, დაიცვას რელიგიური წესები, უზრუნველყოფილი იყოს რელიგიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უსაფრთხოება; ქსენოფობიისა და სიძულვილის რიტორიკის პრობლემებთან, ანტისემიტიზმის გამოვლინებებთან მიმართებით იქონიოს ცხადი, არაორაზროვანი, ანტიდისკრიმინაციული და სახელმწიფოებრივი მიდგომა, იზრუნოს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაზე“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)