თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში გამოთქმული მოსაზრება ცილისწამებად მიიჩნია.
ორგანიზაციის შეფასებით, „ამ გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად აკრძალა ფაქტებზე დაყრდნობით ნებისმიერი პირის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება და მათზე მოსაზრებების გამოთქმა. სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)