თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გვთაზობს სტატიას, რომელიც აჭარასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
„აჭარის კონტექსტის გასაგებად ისტორიის მიმოხილვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ ცალკეული ისტორიული მოვლენები დიდი ხნით იყო დავიწყებული და მისი ისტორიის და მეხსიერების რუკაზე მარკირება დღეს მიმდინარეობს. მაგალითად, თუ აჭარის შემოერთების თარიღი (1878 წელი) არ დაკარგულა ქართულ ისტორიოგრაფიაში (მისი ასი წლისთავიც აღინიშნა 1978 წელს), პოლიტიკური მიზეზების გამო, დიდი ხნით იყო დავიწყებული „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ შესახებ ცოდნა. თუ როგორ ხდება კონკრეტულ დროში იმ ეპოქის სოციალური ჩარჩოდან ისტორიის გახსენება, ამის კარგი მაგალითია მემედ აბაშიძის ისტორია“, - ვკითხულობთ სტატიაში.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)