თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნოთ მაიკალ ედვარდის წიგნს „სამოქალაქო საზოგადოება".
„სამოქალაქო საზოგადოების" მეორე გამოცემაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება აფრიკასა და შუა აზიაში; საინფორმაციო ტექნოლოგიები და მოქალაქეთა ორგანიზების ახალი ფორმები. წიგნში ასევე ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში, ერთობის ჩამოყალიბებასა და უსამართლობასთან ბრძოლაში.
წყარო: participate.ge