თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა „პოლიტმეტრის“ წამყვანმა, ვახო სანაიამ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას “საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტმა”, გვანცა გოგსაძემ, კესო ქარდავამ და მარიამ ქრისტესიაშვილმა მომართეს. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 13 ნოემბერს გავიდა. განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენია, ჟურნალისტის მხრიდან კი, ამას არც მყისიერი გამოხმაურება და არც გამონათქვამისგან გამიჯვნა მოჰყოლია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)