თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს ჰურიე აბაშიძის ბლოგპოსტს, რომელიც ქართველი მაჰმადიანების სატკივარს გამოხატავს.
„ბევრს გაგიგიათ ალბათ სიტყვა "გადამქართულდა", ბევრისთვის შეიძლება დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იყოს, ის დამავიწყდას სინონიმად გამოიყენება, მაგრამ ჩვენთვის აჭარლებისთვის სხვა დატვირთვასაც იძენს. ამაზე მაშინ დავფიქრდი, როცა ქართული ენის მასწავლებელმა გვითხრა: თქვენ არ შეიძლება რაიმე გადაგქართულდეთ, თქვენ არ შეიძლება ქართული და ქართველობა დაგავიწყდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ისეთივე ქართველები ვართ როგორც დანარჩენები. მაშინ ამის შინაარსს კარგად ვერ ჩავწვდი, თუმცა გუშინ წინააღმდეგობით ნათქვამმა ამ სიტყვამ - " ქართველი და მუსლიმი" კარგად გამახსენა ჩემი გადაქართულების ამბავი. მე არ გადამქართულდა ჩემი ქართველობა, თუმცა დანარჩენ საქართველოსთვის გადავქართულდით ჩვენ და ჩვენი რელიგიური იდენტობა გახდა ჩვენი ქართველობიდან ამოშლის მიზეზი“, - წერს ჰურიე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)