თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლისა და აფხაზეთიდან გამოქცეული მოქალაქეების სოფელ ხურჩასთან დაკავების ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები საოკუპაციო ხაზთან და უზრუნველყოს მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების ჯეროვანი დაცვა.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია: საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოოს ინტენსიური მოლაპარაკებები და დიპლომატიური სამუშაოები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის აღდგენისა და გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვების მოსახსნელად; საქართველოს ხელისუფლებამ გასწიოს დამატებითი პოლიტიკური და დიპლომატიური სამუშაოები, რათა გამყოფ ხაზებთან საერთაშორისო აქტორების ჩართულობით შეიქმნას რეგულარული დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ მუდმივი პატრულირება გამყოფ ხაზებთან და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ორგანზიაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)