თბილისი. სოციალური საწარმოს „კომბინიზონა“-ს ისტორია ათწლიანი სამოქმედო გეგმით, ერთი ნასესხები საკერავი მანქანითა და უნიკალური კონცეფციის მქონე პატარა შოურუმით დაიწყო. ინოვაციური სამკერვალო-ფაბრიკა ISF Georgia-ს რიგით პირველი მულტიბრენდული სოციალური საწარმოა „საქართველოში ფერების მიმღებლობის“ შესახებ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით თერაპიულ დიზაინერულ სამოსს აწარმოებს.
კორონავირუსის გავრცელებისთანავე, საფრთხის წინაშე უამრავი ბიზნესი დადგა. გამონაკლისს არც „კომბინიზონა“ წარმოადგენდა, თუმცა, COVID19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ადაპტური სამოსის მწარმოებელმა კომპანიამ შეძლო, არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნება, არამედ, დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა რაოდენობის გაზრდაც. დღეისთვის, საწარმოში უკვე 60-70 ადამიანია დასაქმებული. მათი ნახევარი შშმ პირია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)