თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს on.ge-ს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი.
„2020 წლის 16 იანვარს, სამართალდამცავებმა, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს ონლაინგამოცემა "on.ge-ს" ჟურნალისტს, ხატია ღოღობერიძეს. ეს ფაქტი ასახულია On.ge-ის ჟურნალისტისა და ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გადაღებულ კადრებში, სადაც ჩანს როგორ ეცემა ძირს რეპორტიორი გადაღების პროცესში. კადრებში ისმის, რომ ჟურნალისტი რამდენჯერმე იმეორებს სიტყვებს: “რას აკეთებთ, ჟურნალისტი ვარ?!” - მიუხედავად ამისა, სამართალდამცავები მას უხეშად აწვებიან და აქცევენ. ჩვენი ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული არ არის“, - ვკითხულობთ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშ, - „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს საქმის გამოძიება და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სამართალდამცავებმა დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)