თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაში ცვლილება განახორციელოს და 2021 წლის 1 თებერვლიდან თბილისში მეტროპოლიტენის მუშაობა აღდგეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ქ. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების ნაწილში უნდა შეიცვალოს. მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა უნდა აღდგეს ეტაპობრივად და დაიწყოს თბილისის მეტროს მუშაობით. თბილისის მეტროს მუშაობა, სრულ დატვირთვამდე, შესაძლებელია განისაზღვროს 21:00 საათამდე. მთავრობამ და თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს აუცილებელი პირბადის, მომხმარებელთა ნაკადის, რიგის ან/და დისტანციის მართვის კონტროლის განხორციელება მეტროსადგურებთან. მუნიციპალური ტრანსპორტის ამ სახით ამუშავებას სასიცოხლო დანიშნულება გააჩნია მოქალაქეებისათვის“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)