თბილისი. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სამართლებრივი და ისტორიული კუთხით უდიდესი მნიშვნელობისაა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ბუფერულ ტერიტორიებზე 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. აღნიშნული პერიოდის შემდგომ, რუსეთის ძლიერი წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულება/დაქვემდებარება ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს „ეფექტიან კონტროლს“ აღნიშნულ ტერიტორიებზე. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციას სამართლებრივი ვალდებულება აქვს უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება საკუთარ სახლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)