en
ge

ადამიანის უფლებათა ცენტრი: ქუთაისის კლინიკიდან მედდა წინაასახალწლოდ გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს

ადამიანის უფლებათა ცენტრი: ქუთაისის კლინიკიდან მედდა წინაასახალწლოდ გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს

იმერეთი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 36 წლის კ დ, რომელიც ქუთაისში, „კლინიკა - ლჯ-ის” ქირურგიულ განყოფილებაში მედდად მუშაობდა, 2020 წლის 25 დეკემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, კლინიკაში დაიბარეს და შესთავაზეს, ხელი მოეწერა განცხადებაზე, სადაც ეწერა, რომ სამსახურს საკუთარი სურვილით ტოვებდა. კლინიკაში განუმარტეს, რომ თუკი კლინიკის მიმართ პრეტენზია არ ექნებოდა და განცხადებას ხელს მოაწერდა, ანტიკრიზისული დახმარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მიიღებდა. კ.დ-მ განცხადებას ხელი არ მოაწერა და სამართლებრივი დახმარების თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ანა ჩაფიძე აცხადებს, რომ კლინიკამ კ.დ.-ს შრომითი უფლებები დაარღვია. ადამიანის უფლებატა ცენტრი „კლინიკა ლჯ“-ის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. კლინიკის იურისტმა განაცხადა, რომ თანამშრომლების შემცირების მიზეზი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გახდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი კლინიკა-ლჯ-ის” იურისტის მოსაზრებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ კლინიკამ კ.დ.-ს შრომითი უფლება დაარღვია. ორგანიზაცია ამ საქმეს თვალს ყურადღებით მიადევნებს და საჭიროების შემთხვევაში დავას სასამართლოში გააგრძელებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში. 

სრულად...  

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)