en
ge

დეზინფორმაცია: "ნორვეგიაში, Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციის შედეგად, 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა"

დეზინფორმაცია: "ნორვეგიაში, Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციის შედეგად, 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა"

თბილისი. „ფაქტ ჩეკი“ ავრცელებს ინფორმაციას Pfizer-BioNTech-ის ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ. საუბარია საიტზე Geomediapress.ge, რომელის მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა შეაჩერეს, რისი მიზეზიც გახდა ნორვეგიაში ჩატარებული ვაქცინაცია, რამაც 400-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 

„Pfizer-BioNTech-ის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით, Pfizer-BioNTech-ს ვაქცინაცია არც ერთ ქვეყანაში არ შეუჩერებია, მათ შორის არც სტატიაში ნახსენებ ნორვეგიაში. ყალბია ინფორმაციაც, რომ ვაქცინაციას ნორვეგიაში 400-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რეალურად, დღეის მონაცემებით, ნორვეგიაში მოხუცთა საცხოვრებელში მყოფი ხანდაზმული პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან მცირე ხნის შემდეგ, 33 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 14 იანვრისთვის, ნორვეგიაში ოფიციალურად პირველად დაფიქსირდა ვაქცინის შემდგომ 23 გარდაცვალების შემთხვევა. 18 იანვრის მონაცემებით, ნორვეგიის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტს უკვე შესწავლილი და გამოქვეყნებული ჰქონდა 23 გარდაცვალების შემთხვევიდან 13-ის აუტოპსიის შედეგები, რომლის თანახმადაც, უშუალოდ ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ვერ დადგინდა. Geomediapress.ge-ის სტატია, 19 იანვარსაა გამოქვეყნებული, მას შემდეგ, რაც ნორვეგიის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის კავშირი არ მტკიცდება“, - აცხადებს „ფაქტ ჩეკი“. 

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)