თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს კორუფციის აღქმის ინდექს 2020-ს, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის მთავარი პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2020 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან. საქართველოს ასევე 56 ქულა ჰქონდა გასული წლის კორუფციის აღქმის ინდექსში. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანზიაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)