en
ge

სამოქალაქო ორგანიზაციები ნარკოტიკების ოდენობებზე კანონპროექტს ეხმიანებიან

სამოქალაქო ორგანიზაციები ნარკოტიკების ოდენობებზე კანონპროექტს ეხმიანებიან

თბილისი. მიმდინარე კვირაში პარლამენტში დარეგისტრირდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიზანია ახლებურად განსაზღვროს 8 ნარკოტიკული საშუალების მცირე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. 

ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ოთხი საზოგადოებრივი ორგანზიაცია განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს: 

  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ახლებურად განსაზღვრის პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ჩართულობა და მათი მოსაზრებების ირგვლივ პროფესიული დისკუსია; 
  • გააფართოვოს იმ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალი, რომელთა ოდენობებიც ახლებურად მოწესრიგდება და ამ პროცესში იხელმძღვანელოს სამეცნიერო ლიტერატურასა და პრაქტიკაში მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ნათელი და განჭვრეტადი მიდგომებით; 
  • ოდენობების განსაზღვრის პარალელურად, დაიწყოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე, რომლის მიზანიც იქნება პრევენციაზე, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა.

სრულად...  

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)